საკუთარი კარავი, საკუთარი სამყარო
ხელნაკეთი კარვები, თოჯინების თეატრები და რბილი სათამაშოები. 2019 წლიდან ვქმნით ხელით, 100% ბამბით და ბუნებრივი ხით.

აირჩიე კატეგორია
ყველას ნახვახელნაკეთი კარვები
ყველას ნახვაყოველი ნაკერი ხელით
100% ბამბა და ბუნებრივი ხე
Oeko-Tex სერტიფიცირებული ქსოვილი და ანტიალერგიული შემავსებელი.
კარავი არ იკეცება
წვეროსთან ფიქსატორი ამაგრებს ჯოხებს აქტიური თამაშის დროს.
ირეცხება 30°-ზე
კარავი, დასაფენი და ბალიშები სარეცხ მანქანაში ირეცხება.
შენი ზომით
ინდივიდუალური შეკვეთით ნებისმიერი ზომის კარავს დაგიმზადებთ.

ქოხი, სასახლე, კაფე თუ თეატრი
ჩვენი ნივთებით ბავშვი თამაშს თვითონ იგონებს: აშენებს ქოხს ან სასახლეს, ხსნის მაღაზიას ან კაფეს, დგამს წარმოდგენას და აძინებს საყვარელ ცხოველებს.
ჩასახუტებელი მეგობრები
ყველას ნახვა
ტრანსფორმერი დივანი
დივანი 10 დეტალისგან შედგება, ამიტომ ბავშვი მას ყოველ ჯერზე ახლებურად აწყობს. საფარი ხელოვნური ტყავია და მარტივად იწმინდება, შიგნით ლატექსის ღრუბელია. ikoKids-მა და Tviti-მ საქართველოში პირველად შექმნეს.
ბალიშები, სათავსოები და დეკორი
ყველას ნახვა
2019 წლიდან, ხელით
ikoKids ქართული ბრენდია. ყველა ნივთს ხელით ვკერავთ Oeko-Tex სერტიფიცირებული ბამბით და ბუნებრივად დამუშავებული ხით. 2023 წელს „აწარმოე საქართველოში“-ს კონკურსში გავიმარჯვეთ. 2024 წელს ნიურნბერგის სათამაშოების გამოფენაზე Spielwarenmesse ვიყავით და პირველი ექსპორტი საბერძნეთში გავაკეთეთ.
როგორ შევუკვეთო
- 1
აირჩიე
კარავი, თეატრი თუ სათამაშო: ზომა და შემადგენლობა ნივთის გვერდზეა.
- 2
შეუკვეთე
კალათით აქვე, ან მოგვწერე Messenger-ში.
- 3
მიიღე
თბილისში 1–3 სამუშაო დღეში (10 ₾), სხვა ქალაქებში 4–7 დღეში (13 ₾).
ხშირად დასმული კითხვები
რა ზომისაა კარავი?+
სტანდარტული კარავი 115 × 115 სმ-ია, ჯოხები 180 სმ. ზუსტი ზომა თითოეული კარვის გვერდზე წერია. ინდივიდუალური შეკვეთით ნებისმიერ ზომას დაგიმზადებთ.
რამდენად მყარია კარავი?+
წვეროსთან მაგრდება ფიქსატორი, დაკეცვის საწინააღმდეგო სისტემა. ის ჯოხებს ამაგრებს, ამიტომ აქტიური თამაშის დროსაც კარავი არ იკეცება.
რა მასალით მზადდება?+
100% ბამბის ქსოვილით, ანტიალერგიული შემავსებლით და ბუნებრივი გზით დამუშავებული ხით. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასალა სუნთქავდეს და ანტიალერგიული იყოს.
როგორ მოვუარო კარავს?+
დაშლამდე ჯერ ფიქსატორი მოხსენით, მერე ჯოხები გამოაცალეთ. გარეცხეთ დელიკატურ რეჟიმზე, 30°-ზე, დაუთოებაც შეიძლება. ეზოში გაშლისას რბილ დასაფენს ქვეშ რამე დაუფინეთ.
რა ღირს მიწოდება?+
თბილისში 10 ₾, 1–3 სამუშაო დღეში. საქართველოს სხვა ქალაქებში 13 ₾, 4–7 სამუშაო დღეში.
შეიძლება ნივთის დაბრუნება?+
მზა ნივთის დაბრუნება შეიძლება მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით. დაგვირეკეთ: 599 533 836. ნივთები ხელნაკეთია, ამიტომ ფერში ან დეტალებში მცირე განსხვავება ბუნებრივია.
აკეთებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს?+
კი, ინდივიდუალურ და კორპორატიულ შეკვეთებზეც ვმუშაობთ. მოგვწერეთ, რა გინდათ.


























